საფრანგეთში, რუბეში მოსწავლეს „კოვიდ-19“ დაუდგინდა, რის გამოც ქალაქში შვიდი სკოლა დაიხურა
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რუბეში შვიდი სკოლა დაიხურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ მოსწავლეს „კოვიდ-19“ დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ინფიცირებულ ბავშვთან კონტაქტში მყოფთა ოჯახებს მომხდარის შესახებ შეატყობინებენ. აღნიშნული სკოლები სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ.
საფრანგეთში სკოლებში სასწავლო პროცესი 11 მაისიდან აღდგა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, 11 მაისის შემდეგ სკოლებში კორონავირუსის 70 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიკეტა ყველა სკოლა, სადაც ვირუსი გამოვლინდა.