საფრანგეთში „რესპუბლიკელების” ლიდერი თანაპარტიელებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებასთან” ალიანსის შექმნისკენ მოუწოდებს
საფრანგეთში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, ერიკ სიოტიმ თანაპარტიელებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებასთან“ ალიანსის შექმნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ იმავეს ვამბობთ. ასე რომ, მოდით, თავი დავანებოთ წარმოსახვით ოპოზიციას“, – განაცხადა სიოტიმ.
როგორც სიოტიმ აღნიშნა, ესაუბრა პარტიის ლიდერებს, ლე პენსა და ჯორდან ბარდელას იმ ნაბიჯის გამოცხადებამდე, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ „რესპუბლიკელებმა“ შეძლონ საკმარისი ადგილების უზრუნველყოფა საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად.
„ჩვენ გვჭირდება რაიმე სახის ალიანსი და მე ამას ვთავაზობ. ეს არის ის, რაც ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – აღნიშნა სიოტიმ.