საფრანგეთში რეგიონული არჩევნების პირველი რაუნდი დასრულდა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ო-დე-ფრანსის რეგიონში, კონსერვატორი ქსავიე ბერტრანი, რომელიც პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატია, მასშტაბურ გამარჯვებას უკვე ზეიმობს და ამტკიცებს, რომ ულტრა-მემარჯვენეებს „ყბები მოტეხა“.
დასავლეთ ბასტიონებში – ბრეტანში, ოქსიტანიში და აკვიტანიაში ლიდერობას სოციალისტები ინარჩუნებენ.
მემარცხენეები ულტრა-მემარჯვენეებს ასევე უსწრებენ მწვავედ კონკურენტულ ბურგუნდიაში და ცენტრ ვალ-დე-ლუარში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული არჩევნების პირველ რაუნდში რეკორდულად დაბალი აქტივობა იყო. კიდევ ერთ საბრძოლო, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში ულტრა-მემარჯვენე კანდიდატს, ტიერი მარიანის, სავარაუდოდ, ექნება სამი ქულით უპირატესობა კონსერვატორ მოქმედ კანდიდატთან.