საფრანგეთში რაგბის გულშემატკივართა ავტობუსის ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში რაგბის გულშემატკივართა ავტობუსის ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11კი დაშავდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში 31 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 18 არასრულწლოვანი. ძირითადად ისინი ქალაქ ბოკერის მცხოვრებლები არიან.
ავტობუსის მძღოლი და კიდევ ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 11 მგზავრის მდგომაროება კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 160-ზე მეტი მეხანძრე. საფრანგეთში 2016 წელს ავარიებში3477 ადამიანი გარდაიცვალა.