საფრანგეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა
საფრანგეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გამართეს. 90-მდე ასოციაცია, პროფკავშირი და მემარცხენე-პარტიების წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროს უფუნქციობაში სდებენ ბრალს და დამნაშავეთა დაუსჯელობას აპროტესტებენ.
დემონსტრაციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ მრგვალი მაგიდის მოწვევას ახალი დებულებების განსასაზღვრად, რომელთა მიღებაც ქალების დასაცავად აუცილებელია.
აქცია ფემიციდის მსხვერპლ იმ 100 ქალის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც მხოლოდ ამ წლის განმავლობაში მოკლეს.