საფრანგეთში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული რეიდებისას პოლიციამ 200-მდე ადამიანი დააკავა
საფრანგეთში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული რეიდების დროს პოლიციამ 200-მდე ადამიანი დააკავა. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავების ოპერაცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ანტინარკოტიკული რეიდები ჩატარდა ლილში, ლიონში, დიჟონსა და პარიზის რეგიონში.
„ჩვენი მიზანია, დავაკავოთ, სულ მცირე, 850 ადამიანი. ამ მიზნის მეოთხედს მივაღწიეთ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება სურს, დაანახოს მოქალაქეებს, რომ მთავრობა სერიოზულად ეკიდება მათ უსაფრთხოებას. მინისტრმა განაცხადა, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ სპეციალური ოპერაციების ჩატარება უახლოეს ხანში ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
პირველი ანტინარკოტიკული რეიდი საფრანგეთის პოლიციამ გასულ კვირას მარსელში ჩაატარა. სამართალდამცავებმა დააკავეს 71 ადამიანი და ამოიღეს 22 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, 400 000 ევრო და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.