საფრანგეთში დღეს იმართება მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური, რომელიც 22 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო.
მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 5 ათასამდე კომუნაში ტარდება, მათ შორის პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ლიონში.
მოქალაქეებმა ქალაქების მერები და მუნიციპალური საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ.
მუნიციპალური არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა და 30 ათასზე მეტ კომუნაში მერები და მუნიციპალური საბჭოს წევრები უკვე აირჩიეს.
იმ კომუნებში კი, სადაც კანდიდატებმა გასამარჯვებლად აუცილებელი ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს, მეორე ტური 22 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა 17 მარტს შემოღებული საკარანტინო ზომების გამო, თარიღი შეიცვალა.