საფრანგეთში მემარცხენე პოლიტიკოსი დააკავეს, რომელმაც პოლიციელის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში სიხარული გამოხატა
საფრანგეთში დააკავეს მემარცხენე პოლიტიკოსი სტეფან პუსიე, რომელმაც 23 მარტს, ქალაქ ტრებეში ტერაქტის დროს დაშავებული პოლიციელის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში სიხარული გამოხატა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პუსიე საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საკუთარ სახლში დააკავეს.
„ყოველთვის, როდესაც პოლიციელს კლავენ… მე ჩემს მეგობარ რემი ფრეისეზე ვფიქრობ“, – დაწერა „ტვიტერში“ პუსიემ.
რემი ფრეისე გარემოს დაცვის აქტივისტი იყო, რომელიც 2014 წელს საპროტესტო აქციის დროს პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.
„და ამჯერად ეს იყო პოლკოვნიკი, მშვენიერია! ამას გარდა, ეს ნიშნავს, რომ ერთით ნაკლები მაკრონის ამომრჩეველი იქნება“, – დაწერა პუსიემ მოგვიანებით.
სტეფან პუსიეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 100 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
23 მარტს ქალაქ ტრებეში ერთ-ერთ სუპერმარკეტს 26 წლის, წარმოშობით მაროკოელი დაესხა თავს და მძევლები აიყვანა. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. მოგვიანებით გარდაიცვალა ის პოლიციელი, რომლიც ერთი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდამსხმელს ჩაბარდა.
თავდამსხმელი, წარმოშობით მაროკოელი 25 წლის რედუან აკდიმი პარიზის ტერაქტის შესრულებაში ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვდა.
სტეფან პუსიე ულტრამემარცხენე პოლიტიკოსის ჟან-ლუკ მელენშონის პარტიის ყოფილი წევრია. მელენშონის მარტიამ სოციალურ ქელში პუსიეს კომენტარები დაგმო.