საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა [ვიდეო]

საფრანგეთის ქალაქ ლიონში, უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და მაშველები.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ შენობის ტერასაზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ტერასაზე გაზის ავზები აფეთქდა.

მომხდარის დასადგენად მუშაობა გრძელდება.