საფრანგეთში გასულ ღამეს პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებულ აქციებზე, სულ მცირე, 719 ადამიანი დააკავეს
გასულ ღამეს საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 719 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს 600-მდე მანქანა და 75 შენობა დაიწვა. პოლიციამ მარსელის ცენტრში აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მარსელის მერი მთავრობას მოუწოდებს, ქალაქში დამატებითი ჯარები გაგზავნოს სავაჭრო ცენტრებისა და ბანკების ძარცვისგან დასაცავად.
საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე იუწყება, რომ დემონსტრანტები მის სახლში მანქანით შეიჭრნენ. დაშვებული არიან მერის ცოლი და შვილი.
საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.