საფრანგეთში ფერმერებმა პროტესტის ნიშნად გზები გადაკეტეს. ისინი მთავრობისგან რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ, ასევე ითხოვენ დაცვას იაფი იმპორტისა და მზარდი ხარჯებისგან.
ფერმერების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფერმერები ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათ საარსებო წყაროს საფრთხე ემუქრება, რადგან სურსათის საცალო მოვაჭრეები აძლიერებენ ზეწოლას ფასების დაწევის მიზნით მაღალი ინფლაციის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ფერმერების აქციები 22 იანვარს დაიწყო.