საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეს მანქანა დაეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეს მანქანა დაეჯახა. დაიღუპა ერთი ადამიანი. „როიტერის“ ცნობით, ინციდენტი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელსაც მომიტინგეები თივის ზვინებით და ტრაქტორებით ბლოკავდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ავტომობილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შედეგად, აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა და ორი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, მძღოლი, რომელიც მომიტინგეებს მანქანით დაეჯახა, დაკავებულია. რაც შეეხება დაღუპულს, ის აქტივისტი ქალი აღმოჩნდა. დაშავდნენ მისი მეუღლე და შვილი.
საფრანგეთში 22 იანვრიდან გრძელდება ფერმერების საპროტესტო აქციები. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულები ითხოვენ, რომ მთავრობამ გარემოს დაცვის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები შეარბილოს და გადასახადები შეამციროს.
მანამდე ფერმერების აქციები გაიმართა გერმანიაშიც.