საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

საფრანგეთში კორონავირუსის 6158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „გარდიანის“ ცნობით, წინა დღეებთან შედარებით, ახალი ინფიცირებულების რიცხვი შემცირებულია, თუმცა, ორშაბათს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, ტრადიციულად, ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობას აჩვენებს, რადგან კვირას საფრანგეთში ნაკლებ ტესტს ატარებენ.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსს საფრანგეთში 34 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 30 950 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნაში აღრიცხეს „კოვიდ-19“-ის სულ 387 252 შემთხვევა.