ფრიდრხ მერცი – თუ ტრამპი გადაწყვეტს „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას, მაშინ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პრეზიდენტიც უნდა იჯდეს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვევს და შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილება, მას უკრაინაც უნდა დაესწროს.
„თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას, მაშინ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ. ხოლო თუ უკრაინის საკითხი უნდა განვიხილოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პრეზიდენტიც უნდა იჯდეს“, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისივე თქმით, ევროპაში სამიტისთვის მოსამზადებელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერცის განცხადებით, ომის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობა „ხელიდან არ უნდა გაუშვან“.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა სურს და ეს აუცილებელიც არის, რადგან, მისი თქმით, ევროპის მონაწილეობის გარეშე ძირითადი საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია.