საპროტესტო აქციები საფრანგეთში

18:25, 03.11.2026

საფრანგეთში სტუდენტებისა და უფროსკლასელების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

დღეს პარიზში სტუდენტების მასობრივი მსვლელობა დაიგეგმა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 48 ლიცეუმია ბლოკირებული, სტუდენტური ორგანიზაციების განცხადებით კი, საპროტესტო მოძრაობამ უნივერსიტეტების ნახევარი მოიცვა. დემონსტრანტები განათლების დაფინანსების გაზრდასა და უნივერსიტეტებში მიღების სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. პარიზში მსვლელობის თავდაპირველი მარშრუტი პოლიციამ აკრძალა.

ვითარების შესახებ საფრანგეთის დედაქალაქიდან ლევან ახალაია გვიერთდება.

მსგავსი