საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს ქუჩებში 100 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს ქუჩებში 100 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ქუჩებში 100 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

კრისტოფ კასტენერის ინფორმაციით, პოლიციელებთან ერთად საფრანგეთში, ქუჩებში ახალი წლის ღამეს მორიგეობა მოუწევთ სამხედროებსა და მეხანძრეებსაც.

საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, ახალი წლის ღამეს ათასობით ტურისტი და ადგილობრივი ჩადის. თუმცა, წელს საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო გაფიცვის გამო, საფრანგეთში ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს და ტურისტების რიცხვი შემცირებულია.