საფრანგეთსა და ავსტრიაში თავდასხმების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა
საფრანგეთსა და ავსტრიაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტერორისტული საფრთხის დონის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობის ტერორიზმის საფრთხის ანალიზის ცენტრმა მიიღო.
კერძოდ, დიდ ბრიტანეთში გამოცხადდა ტერორიზმის საფრთხის მეოთხე დონე, მაქსიმალური ხუთიდან, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების დიდი ალბათობაა.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ის ავსტრიისა და ჩრდილეოთ მაკედონიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 20 წლის მამაკაცია. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 14 ადამიანი დააკავეს.