საფრანგეთმა ბრიტანელი ვიზიტორების უმეტესობისთვის საზღვარი ჩაკეტა. პარიზში აცხადებენ, რომ საფრანგეთში ჩასვლა ნებადართული იქნება ბრიტანეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ვიზიტის უკიდურეს საჭიროებას დაასაბუთებს და წარადგენს კორონავირუსის ტექსტის ნეგატიურ პასუხს. ეს ეხება როგორც ვაქცინირებულ, ისე აუცრელ მოგზაურებსაც.
აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთოების მძღოლებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა.
სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება პარიზში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
დიდ ბრიტანეთში დღეს კორონავირუსის 88 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერთ დღეში აღრიცხული კოვიდშემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა.