საფრანგეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ემანუელ მაკრონმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ომზე და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა მაკრონს სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციის დეტალები გააცნო.
თურქეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას უთხრა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილ კრიზისს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სირიის ხელისუფლება ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.