საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრანსუა ფიონი დამოუკიდებელი დირექტორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი 2021 წლის ივლისიდან არის ასევე კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
„სიბური“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანიაა.
ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. ის ასევე მუშაობდა განათლებისა და სოცილურ საკითხთა და შრომის მინისტრად.