საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს თავდასხმების მომზადებაშია ეჭვმიტანილი
საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს ფრანგი მამაკაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს თავდასხმების მომზადებაშია ეჭვმიტანილი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების მომზადებაში. გავაგრძელებთ მუდმივ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა.