საფრანგეთის შემადგენლობიდან ახალი კალედონიის გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართება
საფრანგეთის შემადგენლობიდან ახალი კალედონიის გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი 4 ნოემბერს გაიმართება.
კითხვა, რომელზეც ამომრჩევლებს პასუხის გაცემა მოუწევთ, შემდეგი სახით იქნება ფორმირებული : “გსურთ, რომ ახალ კალედონიას მიენიჭოს სრული სუვერენიტეტი და გახდეს დამოუკიდებელი”?
ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება 1998 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი.
შეთანხმება წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგისთვის საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიების სტატუსის შეცვლას ისახავს მიზნად.