საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენის პარტიას შესაძლოა, სახელმწიფო დოტაცია შეუჩეროს
საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენის პარტიას შესაძლოა, 2 მილიონი ევროს სახელმწიფო დოტაცია შეუჩეროს. ინფორმაციას EUobserver – ი ავრცელებს.
თავად ლე პენი ამბობს, რომ თუ მოსამართლეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მისი პარტია, „ნაციონალური ფრონტი“ აგვისტოს ბოლოსთვის ფუნქციონირებას შეწყვეტს .
„დავიღალეთ ამ გამოძიებებით. პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც ისიც კი არ შეუძლია, კრედიტი აიღოს. . ყოველდღიურად გვკლავენ“,-განაცხადა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, ივნისში ევროკავშირის სასამართლომ მარინ ლე პენს თანაშემწეების ხელფასისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვის, 300 ათასი ევროს გადახდა დაავალა.