საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონს უბნებზე მისული ამომრჩეველთა 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს ხმების 41,4 პროცენტი აქვს.
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მარინ ლე პენმა კი 13 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებზე აქტივობა 65 პროცენტი იყო.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.