წინასწარი გამოკითხვებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ბლოკს და ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე კოალიციას თანაბარი შედეგები აქვთ
წინასწარი გამოკითხვებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციურ ბლოკს „ერთად“ და ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე კოალიციას თანაბარი, 25.2-25.2 პროცენტი აქვთ. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“ 18.9 პროცენტით, კონსერვატორ „რესპუბლიკელებს“ კი 13.7 პროცენტით მეოთხე ადგილი ერგოთ.
საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.