საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას, კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ამ ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის გაგრძელების მიმართ
საფრანგეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ შეხვედრას მესალმება.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობს და ასეთ შეხვედრებს მიესალმება.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თბილისში, საქართველოში შეხვდნენ. საფრანგეთი, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მიესალმება ამ შეხვედრას. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის გაგრძელების მიმართ, რათა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას.
საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარს უჭერს დისკუსიებს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს“, – აცხადებენ საფრანგეთის საგარეო უწყებაში.