საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის მხარდაჭერას
ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფანე სეჟორნემ დიპლომატიური კორპუსისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბოლოოდ უნდა იპოვონ მშვიდობა.
„სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა დაფუძნებული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლისა და ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე. ამ რეგიონის მოსახლეობას უნდა შეეძლოს ღირსეულად ცხოვრება. მათ უნდა შეეძლოთ, იცხოვრონ თავიანთი ხსოვნის, ისტორიისა და კულტურის პატივისცემით“, – განაცხადა სტეფანე სეჟორნემ.