საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმით საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმით საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ

საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმით საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ, – როგორც ფრანგული რადიო RFI იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

რადიოსადგურთან ინტრვიუში ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა. მისი თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოება რისკის წინაშეა.

„ეს არის ტოტალური ომი. პუტინმა გადაწყვიტა ურკაინა ქვეყნების რუკიდან წაშალოს“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.