საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხოლოდ ძალა ისრაელის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ერთწლიანი ომის შემდეგ დადგა დიპლომატიის დრო
მხოლოდ ძალა ისრაელის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ერთწლიანი ომის შემდეგ, დადგა დიპლომატიის დრო, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ იერუსალიმში ვიზიტის დროს განაცხადა.
„როგორც ისრაელის მეგობარი და პარტნიორი, მინდა, ერთი გზავნილი გავაჟღერო, რომელმაც ვიცი, აქ, ისრაელში გარკვეული კითხვები წარმოშვა. თუმცა ეს არის ჭეშმარიტების გზავნილი. მხოლოდ ძალა ისრაელის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. სამხედრო წარმატება ვერ ჩაანაცვლებს მძევლების საბოლოოდ დაბრუნბის, იძულებით გადაადგილებული პირების სახლებში დაბრუნების პოლიტიკურ პერსპექტივას. ერთწლიანი ომის შემდეგ დადგა დიპლომატიის დრო“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.