საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვას დათანხმდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვას დათანხმდა

საფრანგეთი დათანხმდა სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა სომხეთთან მომავალი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც სომხეთს საშუალებას მისცემს, შეისყიდოს სამხედრო ტექნიკა, რათა უზრუნველყოს თავისი თავდაცვა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კატრინ კოლონამ არ დააკონკრეტა რა იარაღზე იყო საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ საფრანგეთი იმოქმედებს „ორივე მხარის პასუხისმგებლობის სულისკვეთებით“.