საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული შედეგები დადგება
საფრანგეთი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრაციით.
„უკრაინის საზღვრის ნებისმიერი დარღვევისა და უკრაინაში შეჭრის შემთხევაში, დადგება ძალიან სერიოზული შედეგები“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ბოლო თვეებში სულ უფრო ავტორიტატული ხდება.
„პუტინს სურს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება და არ სურს მეზობლად ძლიერი და ერთიანი ევროპის ხილვა“,- განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
ამასთან, ფრანგი დიპლომატის თქმით, რუსეთი მაინც რჩება ევროპის მეზობლად და ის ხშირად არის „აუტანელი მეზობელი“, თუმცა მოსკოვთან საუბარი აუცილებელია.