საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟურნე კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
სტეფან სეჟურნე დღეს, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სეჟურნე უკრაინაში ჩავიდა საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევის გასაგრძელებლად, ასევე მოკავშირეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კიდევ ერთხელ დასადასტურებლად.
„უკრაინა თითქმის ორი წელია, იცავს თავის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას. საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რაც მე ვთქვი ჩემი პირველი ვიზიტის დროს კიევში“, – წერს სეჟურნე სოციალურ ქსელში.