საფრანგეთის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
საფრანგეთის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაში ედება ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით, დაშვებულს ორჯერ აღემატება.
პროკურორების თქმით, დანაშაულის დამალვის მიზნით, პარტიამ დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯი „პარტიული საქმიანობისთვის დახარჯულ“ თანხად შენიღბა.
თავად ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში იგი არ მონაწილეობდა არც მისი კამპანიის ლოჯისტიკაში და არც ფულის ხარჯვაში.