საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
განკარგულების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „წელს ეს ჯილდო, მათ შორის გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.