საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ჯო ბაიდენი ფაქტობრივად დათანხმდა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვას უკრაინის კრიზისის განსახილველად
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ფაქტობრივად დათანხმდა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვას უკრაინის კრიზისის განსახილველად.
თეთრი სახლის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებისგან ინიცირებული სამიტი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. გადაწყვეტილების მიღებამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. შესაძლო სამიტის დეტალები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს განიხილება.