საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ ანსში შეიარაღებული თავდასხმისას დაშავებულთა ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ქალაქ ანსში შეიარაღებული თავდასხმის ადგილას მივიდა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„საშინელი ტრაგედია მოხდა დღეს დილით ანსში. კონკრეტული პირი სასტიკად დაესხა თავს პატარა ბავშვებს პარკში. ჩვენ ვართ შოკირებულები ამ ამაზრზენი, ენით აღუწერელი საქციელით. როდესაც ეს გავლენას ახდენს ბავშვებზე, ვფიქრობ, ჩვენზეც, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს და დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა შოკირებულია“, – განაცხადა ელისაბედ ბორნმა.
მისივე თქმით, თავდამსხმელი სირიის მოქალაქეა, რომელიც საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვდა.
„თავდამსხმელი არის სირიელი, რომელსაც შვედეთში ლტოლვილის სტატუსი აქვს უკვე 10 წელია და საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვდა, რაც უშედეგოა, რადგან მას უკვე აქვს ლტოლვილის სტატუსი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ქალაქ ანსში ერთ-ერთ საბავშვო პარკში დანით შეიარაღებულმა 30 წლის მამაკაცმა ექვსი პირი დაჭრა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი. სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. პროკურატურა ამ დრომდე მუშაობს თავდასხმის მოტივების დასადგენად.