საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

55 წლის ჟან კასტექსს აცრა პარიზის მახლობლად, სამხედრო ჰოსპიტალში გაუკეთეს.

საფრანგეთში „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია დღეიდან განახლდა. რამდენიმედღიანი შეჩერების შემდეგ, საფრანგეთის სამედიცინო მარეგულირებელმა უწყებამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების განახლების რეკომენდაცია გასცა. თუმცა, მარეგულირებლის რეკომენდაციით, აღნიშნული ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები უნდა აიცრან.

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 მარტს ევროპის წამლის სააგენტომ წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნდა. სააგენტოს ცნობით, ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.