საფრანგეთის პოლიციამ დააკავა 18 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა
საფრანგეთის პოლიციამ 18 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა.
სამართალდამცველების განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ პოტენციური თავდასხმები პარიზის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაც 26 ივლისსაა დაგეგმილი.
პოლიციის ცნობით, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტზე იმყოფებოდა ორი დღის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დაკავებულ ახალგაზრდასთან, რომელიც ასევე 18 წლისაა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები რამდენიმე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.