საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის შვიდწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 413 მილიარდ ევროს შეადგენს
საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის შვიდწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც რეკორდულ, 413 მილიარდ ევროს შეადგენს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2030 წელს საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 69 მილიარდი ევრო იქნება, წლევანდელი მოცულობა კი 44 მილიარდს შეადგენს. 2024-2030 წლების პერიოდში ხარჯები ყოველწლიურად 3-4 მილიარდით გაიზრდება.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ბიუჯეტის ზრდა ტერორიზმის საფრთხით, უკრაინაში ომით, კოსმოსის მილიტარიზაციითა და მზარდი კიბერთავდასხმებით არის განპირობებული.
2030 წლისთვის ქვეყანას 150 ერთეულამდე დაჯავშნული „იაგუარი“ და სამი დამატებითი ფრეგატი ეყოლება.