საფრანგეთის პარლამენტმა მარინ ლე პენს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტოსთან საუბარში ანონიმურმა წყარომ განაცხადა, “ეროვნული ფრონტის“ ლიდერის წინააღმდეგ სანქციები მის მიერ „თვითერში“ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ერთ-ერთი მსხვერპლის ფოტოს გამოქვეყნების გამო დააწესეს.
მანამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლე პენს სასამართლოშიც უჩივლეს.