საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყვითელჟილეტიანები საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ყვითელჟილეტიანების მოძრაობის რადიკალური და ძალადობისკენ მიდრეკილი წევრები საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.
როგორც საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ბენიამინ გრივუ აცხადებს, ყვითელჟილეტიანებს შორის არიან როგორც ულტრამემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე მოძრაობის წევრები და ისინი მოძრაობის იდეებს საერთოდ არ იზიარებენ, ზოგიერთი მათგანი კი Russia Today-ს თავისუფალ მედიას უწოდებს.
„როგორც ცნობილია, ისინი მხარს უჭერენ პროპაგანდის ინსტრუმენტებს, რომელთაც მედიასაშუალებებად მოხსენიებაც კი არ მსურს, მაგალითად როგორიც არის Russia Today-ი“, – განაცხადა გრივუმ.
გრივუმ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ყვითელჟილეტიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალი პოპულისტური „5 ვარსკვლავის მოძრაობის” ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ.