საფრანგეთის მოქმედმა პრემიერმა ქალაქ ლე ჰავრის მერის არჩევნები მოიგო
საფრანგეთის მოქმედმა პრემიერმა ქალაქ ლე ჰავრის მერის არჩევნები მოიგო

საფრანგეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა გაიმარჯვა. ფილიპი ლე ჰავრის მერის თანამდებობას დაიკავებს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ფილიპმა ხმების 58.8 პროცენტით მოიგო.

საფრანგეთის კონსტიტუცია ფილიპს საკუთარი მოადგილის შერჩევის უფლებამოსილებას აძლევს, სანამ ფილიპი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა, თუმცა „როიტერის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას შესაძლოა, მთავრობაში ცვლილებები მოჰყვეს.