საფრანგეთის კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც ემანუელ მაკრონს შეხვდნენ, ამბობენ, რომ ის უკრაინის მხარდაჭერისას „წითელი ხაზების“ დაწესების წინააღმდეგია
საფრანგეთის კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც ემანუელ მაკრონს შეხვდნენ, ამბობენ, რომ ის უკრაინის მხარდაჭერისას „წითელი ხაზების“ დაწესების წინააღმდეგია

საფრანგეთის კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდნენ, ამბობენ, რომ მაკრონი უკრაინის მხარდაჭერისას „წითელი ხაზების“ დაწესების წინააღმდეგია. ეს განცხადება ფრანგულ მედიასთან საუბარში საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდიერმა, ფაბიენ რუსელმა და ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანების“ მეთაურმა, ჯორდან ბარდელამ გააკეთა.

ამასთან ერთად, ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა ფრანგი მწვანეების ლიდერმაც.

როგორც მატინ ტონდლემ თქვა, მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერაში შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს ვლადიმირ პუტინს.

„ფიგაროს“ ცნობით, ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს რუკების გამოყენებით განუმარტა, რა საფრთხეები დგება, თუ უკრაინის ჯარები ფრონტის ხაზიდან უკან დაიხევენ.

ელისეის სასახლეში ჯერ მაკრონისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.