კვირას, „პოლ რიკარის“ ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპი – საფრანგეთის გრანპრი გაიმართება.
შაბათს გამართული საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, პირველი სასტარტო პოზიცია მოიპოვა ჩემპიონატის ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა. ეს ბრიტანელის 86-ე პოული იყო კარიერაში და მესამე – სეზონში. მეორეზე გავიდა მისი თანაგუნდელი „მერსედესში“ ვალტერი ბოტასი. მესამე დრო აჩვენა „ფერარის“ პილოტმა შარლ ლეკლერმა. მხოლოდ მეშვიდე იყო იტალიური გუნდის ლიდერი სებასტიან ფეტელი.
შვიდი ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერია ჰემილტონი. მას ამ სეზონში ხუთი მოგება და 162 ქულა აქვს. 133 ქულით მეორეა ბოტასი, 100 ქულით მესამე – ფეტელი.
საფრანგეთის გრანპრი კვირას, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.