საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი - უკრაინაში კონფლიქტმა შედეგად არ უნდა გამოიღოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება
უკრაინაში კონფლიქტმა არ უნდა გამოიღოს შედეგად ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება, – ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნე ლე მერმა განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის ტელეარხი ავრცელებს.
„კონფლიქტმა უკრაინაში შედეგად არ უნდა გამოიღოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება. ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი ყიდის თავის გათხევადებულ გაზს ოთხჯერ ძვირად იმ ფასზე, რომლითაც მას თავის მწარმოებლებზე ყიდის“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მზარდი ფასებისგან მოქალაქეების დასაცავად საფრანგეთი 2021-2023 წლებში ჯამში 100 მილიარდ ევროს დახარჯავს. მინისტრმა პრიორიტეტად გამოაცხადა საფრანგეთის ენერგორესურსებისა და სურსათის მზარდი ფასისგან დაცვა.