საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ისლამური რადიკალიზმის საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ისლამური რადიკალიზმის საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც მეჩეთებზე, სკოლებზე და სპორტულ კლუბებზე ზედამხედველობას გააძლიერებს, რაც საფრანგეთს რადიკალური ისლამიზმისგან დაიცავს და ხელს შეუწყობს ფრანგული ღირებულებების პატივისცემას.
დასავლური მედია წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. ორ კვირიანი ინტენსიური დებატების შემდეგ, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 347-მა დეპუტატმა, 151 კი წინააღმდეგი იყო.
65-მა კანონმდებელმა თავი შეიკავა. კრიტიკოსები შემოთავაზებულ კანონს პოლიტიკურ ხრიკს უწოდებენ, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მაკრონის ცენტრისტული პარტიისკენ მემარჯვენე ფრთა მიიზიდონ.
კანონპროექტს მუსლიმები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ სახელმწიფო არსებით თავისუფლებებში ერევა. კანონპროექტი შემოიღებს მექანიზმებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეჩეთები და ასოციაციები, რომლებიც მათ მართავენ, არ იმყოფებიან უცხო ინტერესების ან ადგილობრივი სალაფიტების გავლენის ქვეშ.