საფრანგეთის ელჩი - ბრიუსელში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიმედოვნებ, ჩემს დედაქალაქს ვაუწყებ ძალიან კარგ ამბებს, როგორ ახორციელებს საქართველო ყველა რეფორმას
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან, ახლა დროა, ეს განცხადებები რეალობად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
„თავდაპირველად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გაკეთებულმა განცხადებებმა, ვიდრე ის ბრიუსელში წავიდოდა. მისი განცხადება ეხებოდა ევროკავშირის გეგმას და როგორ აპირებს, საქართველომ გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აშკარაა, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა დროა, ეს განცხადებები რეალობად იქცეს. ჩვენ ამ ყველაფერს საქართველოდან დავინახავთ. ვიმედოვნებ, მომეცემა შესაძლებლობა, ჩემს დედაქალაქს ძალიან კარგი ამბები ვაუწყო იმის შესახებ, როგორ ახორციელებს საქართველო ყველა რეფორმას“, – განაცხადა ელჩმა.