საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი „ტვიტერს“ დონალდ ტრამპისთვის ანგარიშის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი „ტვიტერს“ დონალდ ტრამპისთვის ანგარიშის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერს“ დონალდ ტრამპისთვის ანგარიშის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს. ფრანგული გამოცემა, „ფიგაროს“ ინფორმაციით, ბრუნო ლე მარი აცხადებს, რომ ციფრული სივრცის რეგულირება ინტერნეტ გიგანტების საქმე არ არის.

„ციფრული გიგანტების რეგულირება თავად ციფრული ოლიგარქიის მიერ არ შეიძლება მოხდეს. ციფრული ოლიგარქია ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც სახელმწიფოების და დემოკრატიების თავზეა ჩამოკიდებული. ციფრული გიგანტების რეგულირება სახელმწიფოებმა და მართლმსაჯულებამ უნდა მოახდინონ“, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.

„ტვიტერმა“ აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ დაბლოკა.