საფრანგეთის დახმარებით, საქართველოში გიდების მომზადების პროგრამა დაიწყება
საფრანგეთის დახმარებით, საქართველოში გიდების მომზადების პროგრამა დაიწყება

საფრანგეთთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში სათვგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გიდებისა და მარშრუტების მომზადებას მთის მიმართულებით და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებში.

„ამ პროცესში მთელი ჩვენი სამთო რეგიონები შეგვიძლია ჩავრთოთ. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელი. გიდებად გადამზადება იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებთათვის, რომ დამატებითი შემოსავალო მიიღონ. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65 პროცენტზე მეტი აქვს მთიანი მასივი, ეს არის უდიდესი სიმდიდრე. ამ სიმდიდრის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში, მაგრამ ცხადია, არა მხოლოდ იქ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.