საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენით გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ
საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენით გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ

საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენით გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ოპერაციაში 2900 პოლიციელია ჩართული.

ცნობილი დამნაშავე 46 წლის რედუანა ფაიდი პარიზთან ახლოს ერთ-ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს. კვირას დაახლოებით 11:20 წუთზე, შენობის მთავარ შესასვლელთან სამი შეიარაღებული პირი მივიდა და რედუან ფაიდთან შეხვედრა მოითხოვა. სწორედ ამ დროს ციხის ეზოში ვერტმფრენი დაეშვა. თანამზრახველებმა ფაიდი პაემნების ოთახიდან წაიყვანეს. გაქცევის პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, ამიტომ დაცვამ შესაბამისი რეაგირება ვერ მოასწრო.

მოგვიანებით პოლიციამ ვერტმფრენი მეზობელ, გონესის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა. პილოტი ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს.

რედუან ფაიდი 25 წლიან სასჯელს ქურდობის გამო იხდიდა, რა დროსაც ქალი პოლიციელი დაიღუპა. ეს დამნაშავის უკვე მეორე გაქცევაა. 2013 წელს ციხეში მიყვანიდან რამდენიმე ათეულ წუთში გაიქცა. მაშინ მძევლად ბოროტმოქმედმა დაცვის წევრი აიყვანა და მას ფარად იყენებდა.